საფეხბურთო კლუბმა “ბორჯომი 2013” დაიწყო მზადება ახალი სეზონისათვის

კლუბმა რამდენიმე ამხანაგური საკონტროლო მატჩი ჩაატარა :

4 თებერვალს ბორჯომის გუნდი დაუპირისპირდა უმეღლეს ლიგაში მოთამაშე მერანს. დაძაბულ შეხვედრაში ბორჯომმა გაიმარჯვა: მერანი – ბორჯომი 1:2.

10 თებერვალს “ბორჯომი 2013” მეორე ლიგის გუნდს რუსთავს დაუპირისპირდა , შეხვედრა რუსთავის გამარჯვებით დასრულდა. რუსთავი-ბორჯომი 3:2.

14 თებერვალს “ბორჯომი 2013” ბორჯომი მესამე ლიგის გუნდს ვარკეთილს დაუპირისპირდა , სადაც შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

23 თებერვალს “ბორჯომი 2013” მეორე ლიგის გუნდს გარეჯს დაუპირისპირდა, სადაც ბორჯომმა გამარჯვება მოიპოვა: გარეჯი-ბორჯომი 1:2.