მოგესალმებით. არანაირი უფლება არ მქონდა ამ ყველაფერს არ გამოვხმაურებოდი.ზოგადად საფეხბურთო სამყაროში მთელი აჟიოტაჟია ატეხილი იმასთან დაკავშირებით თუ რა ცუდი გუნდია ბორჯომის ბორჯომი ,თავის მწვრთნელთან ერთად,როგორ ყიდიან თამაშებს და აკეთებენ ფულს.
ბატონო ფეხბურთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებო, მე ვერანაირად ვერ დავიწყებ თავის მართლებას რომ რა კარგი პატიოსანი კაცი ვარ და სხვები რა ცუდები არიან. უბრალოდ თუ ინებებთ ჩემთან შეხვედრას დავსხდეთ და ვისაუბროთ ამ ყველაფერზე.მე მოგაწვდით ჩემს ვერსიებს თუ რა ხდებოდა ჩემს გუნდში. ვისაუბროთ რამოდენიმე საეჭვო თამაშებზე არა მარტო ბორჯომის მონაწილეობით. მოხდეს მათი შესწავლა გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს საკადრისად. თუ მეც ვიქნები ამ დამნაშავეთა სიააში დავისაჯო სრული სიმკაცრით. მაგრამ ვიღაცეების ნათქვამზე ნუ გამოიტანთ ნადრევ დასკვნებს,და ნუ მოვცხებთ ჩირქს პატიოსან ადამიანებს რომლებიც მარტლაც რომ ფეხბურთის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი და ყველანაირი ანგარების გარეშე შრომობენ. თქვენ წარმოიდგინეთ რომ ასეთები მართლაც რომ კიდევ შემორჩნენ ქართულ ფეხბურთს.
პატივისცემით. საფეხბურთო კლუბ ბორჯომის უფროსი მწვრთნელი კობა თედიაშვილი.